ფეხბურთი

23:20 | 20.02.2016 | ნანახია 1127 - ჯერ

“რომა” “იუვენტუსს” მოუტინიოს გადაბირებაში შეეცილება

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მონაკოს” ნახევარმცველის, ჟოაო მოუტინოს ყიდვა სთხოვა. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

56 წლის იტალიელ სპეციალისტს ფლეიმეიქერის პოზიციაზე მირალემ პიანიჩის თამაში არ მოსწონს და მის ნაცვლად გუნდში პორტუგალიელს მოიაზრებს. სპალეტის მოუტინიოს გადაბირება “ზენიტის” მწვრთნელობის დროსაც სურდა, თუმცა მაშინ ნახევარმცველმა რუსეთში თამაში იუარა. ფეხბურთელისადმი ინტერესს “იუვენტუსიც” იჩენს და შესაბამისად, იტალიურ კლუბებს შორის კონკურენცია გაჩაღდება.

მიმდინარე სეზონში მოუტინიომ 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველს “მონაკოსთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ჟოაოს ტრანსფერი 18 მილიონ ევროდაა შეფასებული.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:48 | 21.02.2016
chamilo (33560)

მოუტინიო კარგი ფეხბურთელია ჯერ კიდევ პორტუგალიაში ირჯებოდა კარგად

10:26 | 21.02.2016
MDZREVELA-kvazimodo (8)

KUტA გუნდი ხართ ახლა და მაგათვე დარჩებით თუ ასეთ სირUUL სატრანსფერო პოლიტიკას არ გაანებებთ თავსთან 18 მილიონიო გაგეცინება ,, რა რომაში ეს არ უნდა გააცილო ადიგენის ,,საკარტოფილე" გუნდს D

10:44 | 21.02.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

MDZREVELA ჩემი ძმა ხარ!

10:42 | 21.02.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

Mძრწველა ;D )

10:09 | 21.02.2016
Mari Dato (102)

Merdebshi wadi iq unda chakvde gvamta xrovashi

02:12 | 21.02.2016
drogba-11 (13246)

ბრაზილიშე იუვეში არ წახვიდე

01:03 | 21.02.2016
zalad-admins (55)

რა მოუტინიო მოაშორეთ ეს გვამი იუვეს არ გააკაროთ.

0.123533