მადრიდის “რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გაწყვეტის დროს დადებული შეთანხმება დაარღვია და შესაძლოა “ბლანკოსს” კომპენსაციის სახით თანხაც გადაუხადოს.
როგორც AS-ი იუწყება, მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ესპანელ სპეციალისტს 2016 წლის პირველ ივლისამდე საჯაროდ მისი კლუბიდან გაშვების შესახებ არ უნდა ელაპარაკა. მიუხედავა ამისა, ბენიტესი Bთ შპორტ-ის ეთერში გამოჩნდა და დეტალებზე ისაუბრა. ამასთან ერთად, რაფაელმა ფლორენტინო პერესიც გვარიანად გააკრიტიკა.
ამ ფაქტის გამო, შესაძლოა ბენიტესი “რეალმა” დასაჯოს. მსგავსი შეთანხმება კლუბთან ჟოზე მოურინიოს და კარლო ანჩელოტისაც ჰქონიათ დადებული.