ფეხბურთი

16:09 | 20.02.2016 | ნანახია 1602 - ჯერ

ანანიძეს ფეხბურთის გარეშე არ შეუძლია

მოსკოვის “სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გუნდის პრესსამსახურისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში ამბობს, რომ ფეხბურთის გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებს. როგორც მან თქვა, თავისუფალ დროსაც ფეხბურთზე ფიქრობს და სხვანაირად ვერც წარმოუდგენია.

“თავისუფალ დროს ვუყურებ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ტოპ ჩემპიონატების მატჩებს. ვურეკავ დედას, მეუღლეს და მეგობრებს. მეუღლეს ძირითადად სკაიპით ვეხმიანები, რომ ბავშვი დავინახო. ასევე ვთამაშობ FIFA-ს და ვუსმენ მუსიკას.

ერთი სტილის მუსიკა არ მაქვს არჩეული, გააჩნია როგორ ხასიათზე გავიღვიძებ. მაგალითად, დღეს ქართულ სიმღერებს მოვუსმინე, ხვალ შეიძლება სტინგი ავირჩიო.

როდესაც ახლობლებთან ერთად ვარ, მეკითხებიან ფეხი როგორ მაქვს, თავს როგორ ვგრძნობ და მეც ვპასუხობ: ახლა, ყველაფერი კარგადაა. მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მასთან ფეხბურთზე აუცილებლად ვისაუბრებდი. საერთოდ, ფეხბურთის დავიწყება რთულია. ვიძინებ, ვიღვიძებ და ფეხბურთზე ვფიქრობ. ახლაც ავტობუსით ვმგზავრობ და ისევ ფეხბურთზე ვფიქრობ”, - თქვა ანანიძემ.

ჯანო ამჟამად გუნდთან ერთად კვიპროსში შეკრებას გადის და სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება. შეგახსენებთ, 23 წლის ქართველ შემტევს გასული შემოდგომიდან მოყოლებული ტრავმა ჰქონდა და ვარჯიში ახლახან განაახლა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:13 | 21.02.2016
xarcho (185)

ფეხბურთი რომ გდომოდა წახვიდოდი ნაკლებად ფულიან მაგრამ ბევრად უკეთეს ლიგაში და ითამაშებდი ყოველ დღე. სოსიედადზე რომ უარს იტყვი და მოსკოვში დარჩები ამას ფეხბურთის სიყვარულის გარდა ყველაფერი ქვია.

19:52 | 20.02.2016
BATIGOLI 9. (4375)

წადი ბიჯო რუსეთიდან!

19:45 | 20.02.2016
stoikovich (5984)

რეალურად ფეხბურთის გარეშეა რა ხანია... გუნდის გამოცვლა და წარმატებები.

19:43 | 20.02.2016
BEERTRANCE (97819)

ფეხბურტის გარეშე თუ არ შეგიძლია მაგ საღორეთში რამ გაგაჩერა ამდენ ხანს

19:02 | 20.02.2016
რაჭა (10043)

წარმატებები

16:21 | 20.02.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

თუ სპარტაკის?

0.156222