ჩოგბურთი

14:21 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა დუბაიში პირველი რაუნდი დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში დაწყებული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 674 445 დოლარი) კვალიფიკაციაში პირველი წრის დაძლევა მოახერხა.

საქართველოს პირველი ჩოგანი ბელგიელ იანიკ მერტენსს გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში გაუჭირდა, საბოლოოდ, დამაჯერებლად მოიგო – 7:6 (7:2), 6:0.

ამ წარმატების წყალობით, ნიკოლოზმა დასკვნით რაუნდში გააღწია და 10 სარეიტინგო ქულა მიიღო, გადამწყვეტ შეხვედრას კი, პირველი განთესვის მქონე რუს მიხაილ იუჟნისთან ჩაატარებს.

0.133904