კალათბურთი

2:00 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 16 ქულა და ფინალი “ფენერბაჰჩესთან”

მანუჩარ მარკოიშვილის ჩინებული თამაშის დახმარებით, სტამბოლის “დარუშაფაკამ” თურქეთის თასის ფინალში გააღწია, სადაც უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ თანაქალაქელ “ფენერბაჰჩეს” გაეჯიბრება.

ნახევარფინალურ მატჩში “დარუშაფაკამ” “ბანვითი” 76:74 დაამარცხა და ეს, იმ ფონზე, რომ მე-2 მეოთხედში 8:28 განადგურდა. მარკოიშვილმა მოედანზე 28:58 წუთი გაატარა და 16 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.

მანუჩარმა ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველ კალათბურთელს მხოლოდ მონტენეგროელმა ლეგიონერმა მილკო ბიელიცამ აჯობა, რომელმაც 35:16 წუთში 25 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

როგორც აღვნიშნეთ, ფინალში “დარუშაფაკას” მეტოქე “ფენერბაჰჩე” იქნება, რომელმაც ნახევარფინალში “პინარ ქარშიაქას” 82:72 სძლია. თურქეთის თასის გადამწყვეტი შეხვედრა 21 თებერვალს ჩატარდება.

0.124264