კალათბურთი

23:15 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია მოედანს 14 კვირის თავზე დაუბრუნდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ოპერაცია გადაიტანა და მოედანს საკმაოდ დიდი ხნით ჩამოშორდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანური “ლაბორალ კუჩას” ქართველ ფორვარდს მარცხენა მუხლზე მენისკის აწუხებდა, ოპერაცია კი ცნობილმა ექიმმა მიკელ სანჩესმა ჩაატარა და როგორც ბასკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ამ პროცესმა წარმატებით ჩაიარა.

სამწუხარო ისაა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი მოზრდილ პერიოდს გასტანს. წინასწარი ინფორმაციით, შენგელია ვარჯიშს 12-14 კვირის თავზე განაახლებს.

0.160693