ფიდე-ს ოფიციალური ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილი 2016 წლის 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 17-30 სექტემბრის ნაცვლად 1-14 სექტემბერს ჩატარდება.
ეს ცვლილება ოლიმპიადის ორგანიზატორებმა სასწავლო წლის 15 სექტემბერს დაწყებას დაუკავშირეს. მათი აზრით, ოლიმპიადის მონაწილეებისა და სტუმრებისათვის კომფორტული იქნება თუ ბაქოში ჩასვლა არდადეგებიდან ბავშვებისა და სტუდენტების აზერბაიჯანის დედაქალაქში დაბრუნებას არ დაემთხვევა.
შესაბამისად, შეიცვალა ფიდე-ს მომავალი კონგრესის ჩატარების თარიღიც. იგი 4-14 სექტემბერს გაიმართება.