ფეხბურთი

1:37 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტს MLS-ის სამი გუნდი ეპატიჟება

“ბეტისის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა შესაძლოა კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს. ინფორმაციას Sport Bild-ი ავრცელებს.

როგორც ცობილი ხდება, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა აღარ აპირებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი გუნდში დატოვოს და გასამრჯელოს სახით 2 მილიონი ევრო გადაუხადოს. შესაბამისად, ფეხბურთელისადმი ინტერესი ჩინურმა და ამერიკულმა კლუბებმა გამოავლინეს.

თავად ფეხბურთელმა განაცხადა მზად ვარ წინადადებები მივიღოო. შპორტ Bილდ-ის ცნობით, ჰოლანდიელით MLშ-ის კლუბები “ნიუ იორკ რედ ბულსი”, “კოლუმბუს ქრიუ” და “სპორტინგ კანზას-სიტი” დაინტერესდნენ.

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაფაელს “ბეტისთან” კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

0.481054