ძიუდო

19:10 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი მედლის შანსი

ქართველი ძიუდოისტები ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) დიუსელდორფის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლებისთვის და 120-120 სარეიტინგო ქულისთვის იბრძოლებენ. ორივე რეპეშაჟის ფინალშია და პოდიუმზე ასასვლელად თითო ბრძოლის მოგება სჭირდებათ.

პაპინაშვილმა ძირითად ბადეში სლოვენიელი მატიას ტრბოვცის, იტალიელი კარმინ მარია დი ლორეტოსა და ეკვადორელი ლენინ პრესიადოს ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმთან წააგო. "ბრინჯაოს ფინალში” კი რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება.

მარგველაშვილიც პირველ ნომრად განთესილ სამხრეთკორეელ მეტოქესთან – ბაულ ანთან მარცხით გამოეთიშა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას. ეს შეხვედრა მეოთხედფინალში შედგა. იქამდე ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელი ფაბიო ბასილე, მონღოლი ალტანსუხ დოვდონი და ფრანგი კილიან ლე ბლუჩი ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ბრიტანელ კოლინ ოუტსს აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ კენგო ტაკაიჩის დაეჭიდება.

დღესვე გრან პრიზე საქართველოს დროშის ქვეშ ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ბექა შავდათუაშვილმაც (66 კგ) იჭიდავეს, მაგრამ შეჯიბრებაზე გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.128378