მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის გასული სათამაშო კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელმა გამოკითხვაში ხმათა 41 პროცენტი მიიღო და ჟონასს (“ბენფიკა”), იულიან დრაქსლერს (“ვოლფსბურგი”) და კევინ ტრაპს (პსჟ) აჯობა.
რონალდუმ “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში “რეალის” გამარჯვებაში (2:0) დიდი წვლილი დაიდო და შესანიშნავი გოლიც მიითვალა (VIDEO).
პორტუგალიელი შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრაში 12 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა ირიცხება.







