ჩოგბურთი

17:34 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “ფედერერის ფანი ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა Tuttosport-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ის შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის ქომაგია.

“როჯერ ფედერერს ვგულშემატკივრობ. მისი მენტალური სიძლიერით გაოცებული ვარ. ჩოგბურთი ფსიქოლოგიურად ძალიან რთული სპორტია. თუ შეხვედრას იგებ, შენი დამსახურება და თუ წააგებ, სხვას ვერ დაადანაშაულებ. ინდივიდუალური სპორტია და ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული”- განაცხადა ბუფონმა.

0.122893