კალათბურთი

12:24 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერიამ” “ხარებს” აჯობა, “კლიპერსმა” “სან ანტონიოს” მოუგო (+VIDEO)

“ოლ სტარით” გამოწვეული შესვენების შემდეგ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სამი შეხვედრით განახლდა.

“კლივლენდმა” შინ “ჩიკაგოს” 106:95 მოუგო. “კავალერია” მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. “კლივლენდს” ლებრონმა 25 ქულით ულიდერა, კევინ ლავმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 15 მოხსნა. “ჩიკაგოში” 28 ქულით დერეკ როუზი გამოირჩა.

გუშინ “კლივლენდმა” და“პორტლენდმა” კალათბურთელები გაცვალეს, “კავალერიამ” 12-წლიანი თანამშრომლების შემდეგ “პორტლენდში” ანდერსონ ვარეჟაო გაუშვა, ხოლო სანაცვლოდ ჩენინგ ფრაი მიიღო.

“კლიპერსმა” საკუთარ დარბაზში “სან ანტონიოს” 105:86 აჯობა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ტეხასელებმა ერთხელ ვერ მოახერხეს ანგარიშში დაწინაურება.“სან ანტონიოში” ყველაზე მეტი 14 ქულა ტონი პარკერმა ჩააგდო, ტეხასელთა ვერც ერთმა კალათბურთელმა მოახერხა გუნდში ლიდერის ფუნქციები აეღო, “კლიპერსში” კი პირიქით 28 ქულით, 12 პასით და 5 მოხსნით კრის პოლი საუკეთესო იყო. “სან ანტონიო” 45 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება, იმავე კონფერენციაში “კლიპერსი” მეოთხე ადგილზეა.

“ვაშინგტონი” – “იუტა” 103:89 (28:23, 21:19, 27:26, 27:21)

https://www.youtube.com/watch?v=M8RHb80p1EA

“კლივლენდი” – “ჩიკაგო” 106:95 (26:19, 22:23, 30:22, 28:31)

https://www.youtube.com/watch?v=jrTWp1chiys

“კლიპერსი” – “სან ანტონიო” 105:86 (21:15, 21:19, 30:29, 33:23)

თეგებინბა
0.110352