ფეხბურთი

2:00 | 19.02.2016 | ნანახია 1611 - ჯერ

ლადო ბურდული: “მშვენიერი პროექტია: დიდი ნაბიჯი გადაიდგა”

ბოლნისის “სიონის” გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა კმაყოფილება გამოთქვა ფეხბურთის განვითარების პროგრამის დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ. ბურდულმა თქვა, კონკრეტულად ”სიონისთვისაც” კარგი პროგრამაა და დასაწუნი არც სხვა კლუბებს უნდა ჰქონდეთო.

- ჩემი აზრით, დიდი საქმე გაკეთდა. დიდი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ფეხბურთის განვითარების გზაზე. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ყველა კლუბს შეეძლება წინსვლა. მაგალითად, ჩვენ შეიძლება 3 მილიონამდეც გავზარდოთ ბიუჯეტი. თუნდაც ის ფაქტი, რომ პირველი ლიგის გუნდებისთვის ამხელა დაფინანსებებია, უკვე მშვენიერია. პირველლიგელებს დიდი სტიმული ექნებათ, რომ უმაღლესში გადავიდნენ, თუმცა არც იმით დამთავრდება მათი ცხოვრება, თუ ვერ გადავლენ: იმდენი თანხა ექნებათ, რომ მშვიდად გააგრძელონ მუშაობა.

- “სიონი” საბიუჯეტო კლუბია და კერძო ინვესტორის მოძებნა არ გაუჭირდება?

- “სიონს” მილიონნახევარზე მეტი ბიუჯეტი არც არასდროს ჰქონია. ჩვენ სწორი კალაპოტით მიგვყავდა საქმე და ასევ გავაგრძელებთ.

- ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე ხართ, ხოლო თასზე – ნახევარფინალში...

- კარგი შანსი გვაქვს და მიზანიც სწორედ ევროთასებზე გასვლაა. ვეცდებით ამ მიზანს მივაღწიოთ. ჩვეულებრივ, ისევ ბოლნისში ვითამაშებთ, სტადიონი კეთილმოვაწყეთ, მინდორი კარგ მდგომარეობაშია.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:14 | 19.02.2016
l_e_o_n_i (340)

კაი ნაბიჯები იდგმევა წინ. ფული იყო მთავარი და ახლა ტალანტების ძებნის დროც ჩნდება ...

05:44 | 19.02.2016
mushni (93565)

სასტავი

05:43 | 19.02.2016
mushni (93565)

აბაა

04:41 | 19.02.2016
mushni (93565)

ტორპედოოოოოოოოოოოოოოო წინ

04:41 | 19.02.2016
mushni (93565)

მიატოვე სიონი ახლა მიდიDDDDDDDDD

04:40 | 19.02.2016
mushni (93565)

რა გიყვარს ფული შენDDDDDDDDDDDDDD

0.121963