კალათბურთი

0:53 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 10 ქულა და ნახევარფინალის საგზური

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.

ბურსას სპორტის სასახლეში მიმდინარე მინი-ტურნირში თურქეთის 8 უძლიერესი გუნდი ჩაება. ოთხშაბათს “ფენერბაჰჩემ” “ბუიუკეჩკმეჯეს” 89:69 სძლია და ნახევარფინალში “პინარ ქარშიაქაზე” გავიდა, რომელმაც “ანადოლუ ეფესს” 67:66 მოუგო.

გუშინ, ნახევარფინალში “ტრაბზონსფორი” 83:52 გაანადგურა “დარუშაფაკამ”, რომლის რიგებშიც მარკოიშვილმა 19:01 წუთი ითამაშა და 10 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მანუჩარს არცერთი ტყორცნა არ გაუცუდებია. ქართველმა მცველმა ორივე ორქულიანი და ორივე სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, პირველი ტაიმის შემდეგ სტამბოლელები მხოლოდ 3 ქულით იგებდნენ, მეორეში კი “დარუშაფაკას” უპირატესობა აშკარა გახდა და 31-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა.

ფინალის საგზურისთვის მატჩში მარკოიშვილის გუნდის მეტოქე “ბანვითი” იქნება, რომელმაც “გალათასარაი” 74:73 დაამარცხა. ნახევარფინალური მატჩები 19 თებერვალს შედგება, ფინალი კი 21-ში ჩატარდება.

0.113637