საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერ ,,აკადემიასა“ კალათბურთელმა, ამერიკელმა მძიმე ფორვარდმა მაურის დუგლას ლუის ბრიგსმა ( 18.02.90, 203 სმ) წინა ტურში ,,სოხუმთან“ ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,აკადემიას“ მთავარმა მწვრთნელმა გელა წულაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბრიგსი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. რაც შეეხება ,,აკადემია“- ,,სოხუმის“ მატჩს, რომელიც ზღვისპირელთა გამარჯვებით ანგარიშით 89:74 დასრულდა.







