სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის, კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის ,,დინამოს“ სერბ ლეგიონერს მაქსიმ კოვასევიჩს ( 07.01.87, 197 სმ) კოჭის ტრავმა აწუხებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,დინამოს“ ფიზმომზადების მწვრთნელმა ავთო ბერიძემ განუცხადა.
,,კოვასევიჩს ტრავმა ისევ აწუხებს და ვარჯიში ჯერაც არ დაუწყია.“- გვითხრა ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ კოვასევიჩმა კოჭის ტრავმა ,,მგზავრები არმიასთან“ შეხვედრის წინ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო. ამის გამო მან ეს შეხვედრა უკვე გამოტოვა და მისი თამაში მომდევნო ტურში ,, აკადემიასთანაც“ სათუოა.







