ფეხბურთი

23:27 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეგულის წლიურად 4 მილიონი სურს

“ვალენსიასა” და სოფიან ფეგულის შორის მოლაპარაკება კვლავ ჩიხშია მოქცეული – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა As–ი.

როგორც ირკვევა, ალჟირელ მოთამაშეს სურს, რომ ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონი ევრო მიიღოს და ალვარო ნეგრედოს შემდეგ, “ღამურების” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს.

“ვალენსიას” ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა სოფიანის მიერ მოთხოვნილი პირობები გადამატებულად ეჩვენება.

შეგახსენებთ, რომ ფეგული “მესტალიაზე” 2010 წლიდან ათამაშობს და იმ შემთხვევაში, თუ ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

როგორც ცნობილია, ფეგულით მილანის “ინტერი” და ინგლისური კლუბები ინტერესდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114785