საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩამდე 9 დღე რჩება. ბორჯღალოსნების ესპანეთს 27 თებერვალს, 17:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებენ.
მატჩის ბილეთები
ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო. რაგბის კავშირის ბილეთების გაყიდვის ახლებურ მეთოდზე გადავიდა - ამიერიდან გაიყიდება ელექტრონული ბილეთები, რაც ნიშნავს ბილეთების, როგორც ონლაინ ასევე სალაროში შეძენას.
როგორ შევიძინოთ ბილეთები
1 ონლაინ, ვეგვერდზე TKT.GE დღეიდან (18 თებერვალი);
გვერდზე გადასვლა ასევე შეგიძლიათ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან. გვერდზე შესვლის შემდეგ, ზემოთ დააჭირეთ ღილაკს - SHOP NOW, რომელიც ბილეთების გვერდზე გადაგიყვანთ
2 ფილარმონიის სალაროებში - გაყიდვები დაიწყება 21 თებერვლიდან ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე;
3 ტრადიციულად, მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში 22 თებერვლიდან ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე;
ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია TKT.GE-ს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0322 19 55 77
www.rugby.ge