ფეხბურთი

13:39 | 18.02.2016 | ნანახია NaN - ჯერ

მოურინიომ ჩინელები და იტალიელები უარით გაისტუმრა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩინეთიდან და იტალიიდან მიღებულ წინადადებებზე უარი თქვა.

როგორც The Sun-ი იტყობინება, პორტუგალიელი სპეციალისტის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობის სურვილია და ის მანჩესტერელთა მოლოდინში სხვა კლუბების შეთავაზებებს აღარ განიხილავს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუის ვან გაალის დათხოვნას და მის ნაცვლად მოურინიოს დანიშვნას ინგლისში მხოლოდ დროის საკითხად მიიჩნევენ. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ცვლილება, დიდი შანსია, მიმდინარე თვის ბოლომდე განხორციელდეს.

როგორც ცნობილია, მოურინიოს ჩინეთში არა რომელიმე კლუბის, არამედ მასშტაბური პროექტის ხელმძღვანელობას სთავაზობდნენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.118057