ფეხბურთი

12:40 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დღეს, 18 თებერვალს, 18:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტში“ გამართავს.

ფეხბურთის განვითარების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა, ხუთ წელიწადზეა გათვლილი და მისი განხორციელებისთვის სახელმწიფო ამ დროის განმავლობაში 265 მილიონ ლარს გამოყოფს.

სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანებია: ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; კონკურენტიანი, თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა; ქალთა და ჭაბუკთა პირველობები, რეგიონული ტურნირები, ფუტსალი, პლაჟის, ქუჩის და შშმ პირთა ფეხბურთი, სასკოლო შეჯიბრებები; საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო და პრემიალური დაფინანსება.

0.060054