კალათბურთი

0:50 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,წყალტუბო“ ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება

,,ა“ ლიგის ბოლო ტურში ერთმანეთს ,,წყალტუბო“ და თსუ დაუპირისპირდნენ, რომლებიც სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებოდნენ. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი 11 ქულის სხვაობით - 17:6 მოიგეს. მეორე მეოთხედში თსუ გააქტიურდა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა. პირველი ტაიმი ,,წყალტუბოს“ გამარჯვებით 25:19 დასრულდა. მეორე ტაიმში ,,წყალტუბომ“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი - 22 ქულა თსუ-ს ფორვარდმა დავით დეკანოიძემ დააგროვა. სტუმართა მხრიდან ყველაზე შედეგიან უკანახაზელ ზურაბ კორკოტაძის ანგარიშზე 13 ქულაა. მასვე რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. კორკოტაძის თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლი უკრაინელმა ლეგიონერმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ოლექსანდრ რიხლიუკმა შეასრულა. მის ანგარიშზეც 10 ქულა და ამდენივე მოხსნაა.

თსუ - ,,წყალტუბო“ 50:57 (6:17, 13:8, 18;16, 13:16)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063332