,,ა“ ლიგის პირველი წრის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს სეუ და ბოლო ადგილზე მყოფი ,,ვინგსი“ დაუპირისპირდნენ. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად სეუ ითვლებოდა, მაგრამ მოულოდნელად შეხვედრა აუტსაიდერის უპირატესობით დაიწყო და ,,ვინგსი“ დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით 32:25 გავიდა.
ძირითადად, ცენტრალური თავდამსხმელის არჩილ პულუზაშვილისა და უკანახაზელი ტატო ჩაჩიბაიას კარგი თამაშის წყალობით, სეუ-მ შესძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ, 66:60 იმარჯვა. პულუზაშვილის აქტივში 21 ქულა და 13 მოხსნა გახლდათ, მისმა ჩაჩიბაიამ კი 14 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ,,ვინგსის“ მხრიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი გელა კოპალიანი იყო. მისმა თანაგუნდელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი რევაზაშვილმა 10 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
,,ვინგსი“- სეუ 60:66 (12:4, 20:21, 15:22, 13:19)
ამით, ,,ა“ ლიგის პირველი წრე დასრულდა, ტურნირს კი 10 შესაძლებელიდან 9 ქულით ,,კაკტუსი“ ლიდერობს.
სატურნირო მდგომარეობა პირველი წრის შემდეგ
კაკტუსი 5 4 1 386-300 9
სეუ 5 3 2 347-373 8
წყალტუბო 5 3 2 346-337 8
ვითა 5 4 1 325-250 7
თსუ 5 1 4 314-385 6
ვინგსი 5 0 5 276-349 5
შეგახსენებთ, რომ ,,ვითას“ დაკლებული აქვს 2 ქულა.







