კალათბურთი

0:31 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” წარუმატებულ სერიას ბოლო არ უჩანს

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში პირველი გამარჯვების მოპოვება ვერც 21-ე მატჩში მოახერხა, არადა, ახალ სპორტის სასახლეში არცთუ ძლიერ ფინურ “ბაიზონსს” მასპინძლობდა.

ნიკოლაის მაზურსის მიერ დარიგებულმა ვითელებმა ფინურ კლუბთან პირველი ტაიმი 12 ქულით წააგეს და შემდგომში ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს – 63:77.

ტრადიციულად, თბილისური კლუბის რიგებში საუკეთესონი ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ: დანიელ ბეჯარანომ 18 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ომარ ტომასმა 16 ქულას ასევე 10 მოხსნა წაამატა, ხოლო ანდრე ჯონსმა 10 ქულა ჩააგდო.

“ვითა” 21 მარცხით ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 21 თებერვალს, სტუმრად, ევროლიგის ტოპ-16-ის მონაწილე ყუბანის “ლოკომოტივთან” გამართავს და რისი იმედი უნდა ჰქონდეს, თავად განსაჯეთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116949