ჭიდაობა

1:37 | 18.02.2016 | ნანახია 1778 - ჯერ

მედვედის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარუძღვება

18-19 თებერვალს მინსკის სპროტის სასახლეში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე მედვედის 46-ე საეთაშიროსირო გრან-პრი გაიმართება თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას 25 ქვეყნის 280 სპორტსმენი მიიღებს.

ბევრი ნაკრები პირველი შემადგენლობით იასპარეზებს. მედვედის განცხადებით, მინსკში მსოფლიოს მცირე ჩემპიონატი ჩატარდება, საქართველოს ნაკრებს კი სათავეში მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი და წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩაუდგება.

შემადგენლობაში ასევე შევიდნენ მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედალოსნები სანდრო ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი (125), ევროპის 2-გზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (86) და ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი ელიზბარ ოდიკაძე (97).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – ოთარ გოგავა

61 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

65 კგ – კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი, დავით ტლაშაძე

74 კგ – იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ – დავით მარსაგიშვილი, სანდრო ამინაშვილი, თორნიკე ალადაშვილი (თავისი ხარჯით)

97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ – გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ მინდორაშვილი.

უფროსი მწვრთნელები: დავით პოღოსიანი, ალეკო კახნიაშვილი, ემზარი ბედინეიშვილი და არჩილ ქიტიაშვილი.

ერთი წარმომადგენელი გვეყოლება ქალთა ჭიდაობაში. ის ლიანა ალმეევა (53) გახლავთ, რომელიც 19 თებერვალს იასპარეზებს.

18 თებერვალი

10.00-15.00 წინასწარი შეხვედრები 57, 65, 74, 97 კგ.

15.00-16.00 აწონვა 61, 70, 86, 125 კგ.

18.00-19.00 გახსნის ცერემონია

19.00-21.30 ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები

19 თებერვალი

10.00-15.00 წინასწარი შეხვედრები 61, 70, 86, 125 კგ.

16.30-18.00 ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები

www.wrestling.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:12 | 26.02.2025
ogafa (10220)

ხვიჩა მატჩის MVP გახდა

10:54 | 24.02.2025
Gerry Marsden (853)

ოოოოო,რთულადაა საქმე,გუშინ დავზვერეთ პარიზის სახალიფო და სერიოზულად იმუქრებიან იქაური ემირები და შეიხები,ჩვენი მამლუქიც დიდ გულზეა,დურაჩოკ ხალიფაც მოყოჩაღებული ჩანს,ალაყაფის მცველად,კარებში ვიღაც ახმახი იტალიელი ჯიჯო დაუყენებიათ და არავის უშვებს შიგნით,გუშინ მეზობელ,ერთდროს ძლიერ და ახლა საკმაოდ დასუსტებულ საემიროს მოუგეს,ბოლოს ერთი კი გაიფართხალა სუსტმა საემირომ მომაკვდავივით და თავის გადასარჩენად ბოლო ძალებით შეუტია,მაგრამ ახმამხი ჯიჯო გადაირია მაინც არავინ შეუშვა შიგნით,რას ვიზამთ,მოგვიწევს მაქ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა!)))

02:55 | 24.02.2025
alfadhirhaiti (7530)

საქართველოს ნაკრებს მაღალკვალიფიციური მწვრთნელი სჭირდება, დიდი არსენალია ნაკრებში და დროს ვფლანგავთ ამ დროს.

0.063509
1778