ფეხბურთი

22:34 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრები და არველაძე არ გამოვიდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა, ეს გარიგება არ შედგა. აღნიშნულის შესახებ “კურიერთან” საუბარში სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

“ჩემი დიდი სურვილი იყო, ნაკრები შოთა არველაძეს ჩაებარებინა, მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოვიდა. ახლა, მოლაპარაკებებს უცხოელ მწვრთნელებთან ვაწარმოებთ, თუმცა, ვინ იქნება ეროვნული გუნდის დამრიგებელი, ამ დროისთვის, ამის თქმა არ შემიძლია”, - აღნიშნა კობიაშვილმა.

0.074054