ორ თვეზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ, 19 თებერვალს განახლდება საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატი. იწყება გათამაშების მე-2 წრე. ქუთაისის „ტორპედო“ საშუასეზონო მზადების შემდეგ, პირველ ოფიციალურ მატჩს მარტვილში, ადგილობრივ „მერანთან“ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ტორპედოელები 9 იანვარს შეიკრიბნენ და 15 დღის განმავლობაში საკუთარ ბაზაზე გადიოდნენ წვრთნას. ეს ეტაპი უმთავრესად ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების ამაღლებას, თეორიულ მეცადინეობებს დაეთმო. ამავდროულად გუნდმა 4 საკონტროლო მატჩიც ჩაატარა - ხობის „კოლხეთთან“ – 5:1, მარტვილის „მერანთან“ – 1:0 და 1:1, და ქობულეთის „შუქურასთან“ – 1:1.
27 იანვარს „ტორპედო“ ორკვირიან თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და ანტალიის მახლობლად, დაბა სიდეში აგრძელებდა ვარჯიშს. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი გახლდათ.
ქუთაისელებმა უცხოეთში 5 ტესტ მატჩი ჩაატარეს: რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან – 1:5, ჩეხურ „დუკლასთან“ – 0:1, მონტენეგროს „მლადოსტთან“ – 5:1, დანიურ „ჰობროსთან“ – 2:1 და ბულგარულ „ვერეიასთან“ – 3:1. უცხოურ შეკრებაზევე გამოიკვეთა “ტორპედოს“ ძირითადი ბირთვი, რომელსაც ეროვნულ ჩემპიონატში სადღეისოდ არსებული არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება მოუწევს.
თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, ქუთაისლები ისევ საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობენ. მათ კიდევ 2 საკონტროლო შეხვედრის გამართვა მოასწრეს, წყალტუბოში წამყვანი შემადგენლობით „სამგურალს“ 5:0 მოუგეს, ხოლო შერეული შემადგენლობით ფრედ – 0:0 ითამაშეს ტყიბულის „მეშახტესთან“.
დღეს, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „ტორპედომ“ თავის ახალწვეულები წარუდგინა მასმედიის წარმომადგენლებს – მეკარეები მაქსიმე ქვილითაია და როინ კვასხვაძე, რომლებიც შესაბამისად 1 და 89-ნომრიანი მაისურებით ითამაშებენ; ნახევარმცველები ვანო წილოსანი და ბექა ტუღუში, მათ ქომაგნი 77 და 88-ნომრიანი მაისურებით იხილავენ მოედანზე; 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია.
აქვე დავძენთ, რომ დასახელებულ ახალწვეულთაგან ოთხს ადრეც დაუცავს „ტორპედოს“ ღირსება. ქუთაისური კლუბისთვის პირველად მხოლოდ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში, თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიაში“ ნათამაშევი ვანო წილოსანი გაირჯება.
ახალწვეულთა წარდგენასთან ერთად დღეს დაგეგმილი იყო „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის ალექსანდრ შტელინის პრესკონფერენცია, მაგრამ ის შეხვედრაზე ვერ მოვიდა (შეუძლოდ გახლდათ) და ტორპედოელთა ჩემპიონატისათვის სამზადისსა და გუნდის ამოცანებზე შტელინის თანაშემწემ მიხეილ აშვეთიამ ისაუბრა.
„ტორპედოში“ არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და განსახორციელებელ პროექტებზე ჟურნალისტთა შეკითხვებს კლუბის პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ უპასუხეს.
შეხვედრაზე ერთსულოვნად გაცხადდა, რომ „ტორპედოს“ დიდ ტრადიციებს გაფრთხილება უნდა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გუნდმა ქართულ ფეხბურთში კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს.
ქუთაისის “ტორპედოს” პრეს-სამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ავტორ საიდან მოგაქვს, რომ შენი ინფორმაცია ოფიციალურია???? შენი ინფორმაცია არის კატალონიური რადიოს ვარაუდი, ხოლო ოფიციალური ინფორმაციით ინიესტას თამაში ჩელსისთან არ არის გამორიცხული და არსებობს თამაშის არც თუ ისე პატარა შანსი, ამიტომ ზოგჯერ გადაამოწმე. რაც შეეხება თამაშს მგრნია, რომ ბარსას არ გაუჭირდება, რადგან ჩელსის ავტობუსს ვერ დააყენებს, რადგან გოლი აქვს აუცილებოად გასატანი ლა თუ მაინც დააყენა ავტობუსი, მაშინ მგრნი ვალვერდე საერთოდ მოკლავს თამაშს ისე, როგორც მოკლა ატლეტიკოსთან და მომენტსაც არ შეაქმნევინებს, ხოლო თუ ჩელსიმ თამაში გახსნა იქ რაც მოზდება ყველამ იცის.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კოუც არ იქნება დემბელე ჯერ არაა ხოდზე და მოუწევთ პაულინიოს და გომეშს ძირითადში თამაში :დ
ეს თუ არ იყო მართლა არ იქნება ფავორიტი ბარსა
ისევ ავტობუსობას თუ მიაწვა ჩელსი რა აზრი აბრაგანები მაინც დაამუღამონ.
მაინც გავა ბარსა.რა თქმა უნდა დიდი დანაკლისია ინიესტა მაგრამ ჩელსის იმდენად არ უყვარს ბურთით თამაში მაინც დაუჭერს ცენტრს ბარსა
თქვენ იხუმრეთ და ჩელსი ნამდვილად იბრძოლებს, ოღონდ მესის ფაქტორი გადაწონის ალბათ
35 დან 70 პროცენტამდე ავიდა ჩელსის შანსები
მაგრამ უცებ გაჩნდა კოუტინიო და შანსებმა ისევ 35-მდე ჩაიწია
კოუ ვერ ითამაშებს ამ სეზონში ლიგაზე
ჰოო ჩელსის არც თუ ისე დიდ შანსებს, სიცოცხლის ფერი დაეტყო.