თბილისის "დინამომ" სლოვაკი იურაი იარაბეკის თავკაცობით 5 მატჩი ჩაატარა, 4 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ. ჯერჯერობით, იარაბეკის გუნდი კარგად მიდის და თურქულ შეკრებაზე ხარისხიანი ფეხბურთიც აჩვენა.
იარაბეკმა სლოვაკურ “სპორტ”-თან საუბარში განაცხადა, რომ "დინამოში" მუშაობით კმაყოფილია:
"სრული სიმართლეა ის, რომ თბილისის "დინამო" დიდი კლუბია. ინფრასტრუქტურის მხრივ, ძლიერ ევროპულ კლუბებსაც კი შეგვიძლია შევადაროთ. მაგალითად, "დინამოს" აკადემია კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა.
...შეკრებაზე მოვუგეთ "სპლიტს", "ვოივოდინას", ბატე-სა და "სლოვანს". უკვე საკმარისი დრო გავიდა, რათა გუნდის შესაძლებლობები დამენახა. მართალია, ეს მოსამზადებელი პერიოდია, მაგრამ მოგებით ყოველთვის კმაყოფილი რჩები. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, სლოვაკურ "სლოვანთან" გამარჯვება მესიამოვნა. როგორც ტრნავას "სპარტაკის" ყოფილი მწვრთნელი, "სლოვანთან" მეტოქეობისას სხვაგვარ ემოციებში ვიყავი.
...კმაყოფილი ვარ "დინამოს" თამაშის დინამიკით. ტექნიკური გუნდი მყავს. ჩემი ფეხბურთელები ახლა სხვა დატვირთვებს იღებენ და მოხარული ვარ, რომ ხარისხიც ნორმალურია.
...კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია გახლავთ, რომელმაც 55 000-იანი სტადიონის რეკონსტრუქცია დააფინანსა. ის დიდ ფულს დებს კლუბში.
...ტრნავადან წასვლა ჩემთვის იოლი არ იყო. ჩემი გული და სული ტრნავაში რჩება, მაგრამ "დინამოში" ყველანაირად კმაყოფილი ვარ. მთლიანად ახალ გუნდზე ვარ კონცენტრირებული და გამოწვევები მსიამოვნებს".