კალათბურთი

17:57 | 17.02.2016 | ნანახია 0 - ჯერ

კალათბურთის სამოყვარულო ლიგის XI ტურის მიმოხილვა

„მგზავრებმა“ დაბალანსებული ოპონენტის წინააღმდეგ სათადარიგოების გარეშე ითამაშა. სიღრმის გარეშე მთელი დისტანციის ბოლომდე გასვლა რთულია. „თელიანი ველი“ ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ვახტანგ მინაშვილს ასვენებს. „მგზავრები“ ბოლო პერიოდში ბევრს აგებს. „თელიანმა“ 51 სამიანიდან 12 ზუსტად შეასრულა.

თელიანი ველი - მგზავრები 84:78 (22:17, 24:22, 21:22, 17:17)

თელიანი ველი: ჩერქეზიშვილი (15+8 პასი+6 მოხსნა), ხობელია (14), ბადრიძე (14+8 პასი+7 მოხსნა), სუხიშვილი (7+11 მოხსნა).

მგზავრები: ხეცურიანი (21+5 მოხსნა+პასი), ღლონტი (17+8 მოხსნა), ორმოცაძე (17+9 მოხსნა), სულაძე (15+14 მოხსნა).

„ჰიუნდაი“ კარგ ფორმაში შედის. ბოლო პერიოდში გუნდი სტაბილურად სტაბილური გახდა და ვეტერანებიც ისვენებენ ფლეი ოფის დაწყებამდე. პერსონალური ანტირეკორდი დაამყარა „რესპუბლიკის“ ლიდერმა ზურა მაისურაძემ, რომელმაც 9 სამიანიდან ყველა არაზუსტად შეასრულა. „ჰიუნდაი“ მოუმატებს.

ბანკი რესპუბლიკა - ჰიუნდაი 67:81 (23:26, 14:18, 12:15, 18:22)

ბანკი რესპუბლიკა: გავაშელიშვილი (25+8 მოხსნა), მეფარიშვილი (24), ერიკაშვილი (6+10 მოხსნა).

ჰიუნდაი: ბეშქენაძე (25+10 მოხსნა), ბერუაშვილი (22+10 მოხსნა+6 პასი).

ტურის ყველაზე მძიმე დაპირისპირება. ძალიან კარგი იყო „მარნეულის“ ლიდერი ბექა ჯანხოთელი, რომელმაც 8 სამიანიდან 5 გამოიყენა. შეუცვლელად, 45 წუთი ითამაშა ირაკლი ჯანხოთელმა (7 ქულა, 5 მოხსნა). „სპორტმედიამ“ 30 საჯარიმოდან მხოლოდ 14 ჩააგდო.

მარნეული - სპორტმედია 63:68 (18:13, 12:12, 14:9, 10:20, 9:14)

მარნეული: ბექა ჯანხოთელი (30+8 მოხსნა), ჯაჯანიძე (21+3 მოხსნა+3 პასი).

სპორტმედია: ბეჟანიშვილი (14+11 მოხსნა+3 პასი), გიორგი ჩხეიძე (13), არსიაშვილი (12+9 მოხსნა), გიორგი ჯაფარიძე (10+13 მოხსნა+3 პასი), ახალკაცი (10).

ბოლო წუთზე „ლიდერბეთი“ სამჯერ იგებდა და „აფხაზეთმა“ სამჯერ გაათანაბრა ანგარიში. ძირითადის დასრულებამდე 5 წამით ადრე „ლიდერბეთი“ კიდევ ერთხელ გავიდა წინ და ფორა შეინარჩუნა. „აფხაზეთმა“ ბოლო მეოთხედი დავით მუშკუდიანის გარეშე ჩაატარა, რომელმაც ხუთი ფოლი მიიღო.

ლიდერბეთი - აფხაზეთი 69:67 (19:15, 12:21, 24:7, 14:24)

ლიდერბეთი: ირაკლი გაბისონია (24+15 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 დაფარება), წერეთელი (12), ბექა ახალაია (5+10 მოხსნა).

აფხაზეთი: მუშკუდიანი (17+18 მოხსნა+2 ჩაჭრა+2 დაფარება), თევზაძე (15+6 მოხსნა), კოპალიანი (13+10 მოხსნა+2 პასი).

MVP (საუკეთესო მოთამაშე)

ირაკლი გაბისონია (ლიდერბეთი)

სტატისტიკა: 24 ქულა, 15 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 დაფარება, 1 პასი.

ტურის საუკეთესო მოთამაშემ ბოლო პერიოდში მოუმატა და თავისი გუნდის ლიდერია. 18/10 ზუსტი სროლა. სოლიდური დაცვა. „ლიდერბეთი“ გაბისონიას გარეშე ვერ მოიგებდა.

0.065351