29 წლის თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი ყაზახური "ყოზილ-ჟარიდან" "სამტრედიაში" გადავიდა. მან სამი წელი ითამაშა ყაზახეთში, თავიდან უმაღლეს ლიგაში გახლდათ, მერე კი - პირველ ლიგაში და იქ 67 მატჩში 29 გოლი გაიტანა.
"სამტრედიას" გია ცეცაძე წვრთნის, რომელსაც ადრე გორის "დილაში" ჰყავდა ჩაგელიშვილი.