არნემის “ვიტესის” ქართველი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიის ერედივიზიონის XXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის ქართველი შემტევის თამაში გასულ ტურში გამოცემა Foxsports.nl-მა გამოარჩია.
ვაკომ “ჰერენვეენთან” (3:0) მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა – ჯერ ერთი შეხებით ახლო მანძილიდან გაიტანა, მერე კი თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად (VIDEO).
მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილს “ვიტესის” ღირსება ჰოლანდიის ჩემპიონატის ეგიდით 22 მატჩში დაუცავს და მეტოქეთა კარში 9 გოლი გაუტანია.