თამაშგარე

10:13 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისაბელ ფონტანას ამბიციები

უკვე თითქმის კარს მოგვადგა რიო-დეჟანეიროში გასამართი ზაფხულის ოლიმპიადა და ამ ღირსსახსოვარი ღონისძიებისათვის ყველა თავისებურად ემზადება. თუკი სპორტსმენები გამუდმებულ ვარჯიშში არიან, გულშემატკივრები კი მედლების მოპოვების შანსებზე ფიქრით იმტვრევენ თავს, ბრაზილიელი მოდელის, ისაბელ მონტანას თავში სულ სხვა ფიქრები ტრიალებს.

ისაბელ ფონტანა ის ქალი არაა, პოპულარობის მოსახვეჭად სახალხოდ ნიფხვის რეზინის ტკაცუნი რომ სჭირდებოდეს, რამეთუ ამ დიდებულ ქალბატონს თავის დროზე რეზინიც ბევრჯერ უტკაცუნებია და რამე რომ იყოს, ახლაც არ დაიზარებს აზღუდის თავსზემოთ დატრიალებას.

მაგრამ, ისაბელის ფიქრები სულ სხვა მასშტაბებზე გადის და როგორც იგი ბრაზილიელ ჟურნალისტებს გამოუტყდა, მას სურს, რომ მთელი ოლიმპიადის დედოფალი გახდეს. წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი ამბიცია უნდა გქონდეს, რომ ბრაზილიაში დედოფლობა გინდოდეს. ეს იგივეა, თერჯოლაში ყველაზე მაგარი ეკალა ფხალის კეთების ამბიცია გქონდეს. როგორც თერჯოლაში და მის შემოგარენში იტყვიან: სიდან ამხელა ამბიცია, სიდან?...

0.16646