ფეხბურთი

23:43 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” ახალწვეულებს წარადგენს

17 თებერვალს, 14:00 საათზე, ბოლნისის “სიონის” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ახალწვეულებს წარადგენს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ბოლნისელებმა ლაშა გვალია, აკაკი შულაია, გიორგი კილასონია და ირაკლი გოგინაშვილი დაიმატეს.

შეგახსენებთ, რომ ვარლამ კილასონიას გუნდი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა თურქული შეკრებიდან, სადაც ხუთი ამხანაგური მატჩი გამართა: სიონი – ოკჟეტპესი 0:0, სიონი – ჰობრო 0:2, სიონი – ჩერნომორეცი 0:1, სიონი – ოლბორგი – 3:4, სიონი – აქტობე 0:4.

0.116378