რაგბი

17:46 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ტულონი“ რაგბი 10-ის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებს

მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავას, იური ნატრიაშვილისა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“, რაგბი 10-ის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებს.

ტურნირი წელს მეორედ გაიმართა და მას 18-19 ივნისს აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ-სახელმწიფოს, მავრიკის დედაქალაქი პორტ-ლუი უმასპინძლებს. ამ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 1 300 000 ადამიანია და დედაქალაქში მდებარე ცენტრალური სტადიონი „ენჟალეი“ 16 ათას მაყურებელს იტევს.

ვარაუდობენ, რომ რაგბი 10-ის მსოფლიოს ჩემპიონატში სულ მონაწილეობას 8 კლუბი მიიღებს და თანხმობა „ტულონის“ გარდა უკვე დაადასტურა სამხრეთ აფრიკულმა „შარქსმა“.

მსოფლიო თასი რაგბი 10-ში პირველად შარშან სინგაპურში ჩატარდა. ფინალში ახალზელანდიურმა „ბლუზმა“ პირი ვეეპუს თაოსნობით ავსტრალიური „ბრამბისი“ დაამარცხა. ტურნირის სახელიდანაც ჩანს, რომ მატჩებში გუნდებს მოედანზე 10-10 მორაგბე გაყავთ, ორ ტაიმს თამაშობენ და თითოეულის ხანგრძლივობა 10 წუთია.

წყარო - www.worldrugby.ge

0.125204