17 თებერვალს, 15:00 საათზე, ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. 2015/16 წლის სეზონის საქართველოს თასის მოსაპოვებლად ოთხი კლუბი იბრძვის, თბილისის „დინამო“, საჩხერის „ჩიხურა”, ბოლნისის "სიონი" და თბილისის „ვიტ ჯორჯია“. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 20 აპრილს და 5 მაისს ჩატარდება. თასის გამარჯვებულის ვინაობა კი, 18 მაისს გაირკვევა.
სფფ-ს პრესსამსახური