ფეხბურთი

14:49 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუტრაგენიოს “რომა” აშინებს და ტოტის სამაგალითოდ მიიჩნევს

მადრიდის “რეალის” წარმომადგენელი ემილიო ბუტრაგენიო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ იტალიური “რომას” ტელევიზიას მოახლოებული თამაშის შესახებ ესაუბრა. ბუტრაგენიოს თქმით, “რომა” ძლიერი მეტოქეა და “სამეფო კლუბს” მასთან შეხვედრისას სიფრთხილე მართებს.

“რომა” სახიფათოა. მათ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ და მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ უკეთ ათამაშდნენ. ლუჩანი სპალეტიმ იცის, როგორ მიიღოს თავისი ფეხბურთელებისგან შედეგი. ორი დაძაბული თამაში გველოდება, რომელშიც წარმატების მიღწევისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ.

ფრანჩესკო ტოტი? – ჩვენ განსაკუთრებული ფეხბურთელის შესახებ ვსაუბრობთ. ის ტიფოზებს უყვართ, რადგან მოედანზე ფანტაზიას დებს. ტოტის შეეძლო ეთამაშა სხვა გაცილებით დიდ გუნდში, მაგრამ მან “რომაში” დარჩენა ამჯობინა. ფრანჩესკო ნამდვილად სამაგალითოა.

ზიდანი? – ზინედინმა ჩვენი თამაში განსხვავებული გახადა და ბიჭები მასთან მუშაობით კმაყოფილნი არიან. რა თქმა უნდა, რთული მომენტებიც დადგება, მაგრამ ჩვენი გუნდი ამისთვისაც მზადაა. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს და მომატება კიდევ შეგვიძლია”, - განაცხადა ბუტრაგენიომ.

“რომასა” და “რეალის” შეხვედრა 17 თებერვალს, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება.

0.112758