ცნობილი გერმანელი მწვრთნელი ფელიქს მაგათი, რომელსაც არანაკლებ სახელოვანი კარიერა ფეხბურთელობისას ჰქონდა, ინიციატივით გამოდის. კერძოდ, როგორც “ბაიერნისა” და “ვოლფსბურგის” ექსთავკაცმა გერმანელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფეხბურთი გაცილებით სანახაობრივი გახდება თუკი უგოლო ფრეზე გუნდები ქულას არ მიიღებენ. მაგათის თქმით, 0:0-ზე უქულოდ უნდა რჩებოდნენ კონკრეტული შეხვედრის მონაწილენი.
“ფეხბურთში ისევ გრძელდება მოგებაზე სამი, ხოლო ფრეზე ერთი ქულის მინიჭება გუნდებისთვის. თუმცა, ჩემი აზრით, ფეხბურთი გაცილებით სანახაობრივი და ლამაზი გახდება თუ 0:0-ზე ქულას ვერცერთი გუნდი მოიპოვებს.
თუ გუნდებს ეცოდინებათ, რომ ნულოვანი ფრის შემთხვევაში უქულოდ დარჩებიან, უფრო მეტად იზრუნებენ შეტევაზე. შედეგად, მივიღებთ შესანიშნავ ფეხბურთს”, - უთხრა მაგათმა გერმანულ TZ-ს.