ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბი “კლივლენდ კავალიერსი” შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს. ESPN.ცომ-ის ცნობით, კლივლენდელები რუს ცენტრ ტიმოფეი მოზგოვთან და ამერიკელ მცველ აიმენ შამპერტთან განშორებას აპირებენ.
იმ მოთამაშეთა შორის, რომელთა გადაბირებითაც “კავალიერსი” გეგმავს, კაილ კორვერი (“ატლანტა”), ბენ მაკლემორი და კოსტას კუფოსი (ორივე – “საკრამენტო”) იმყოფებიან.