კალათბურთი

22:07 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 10 ქულა და წაგება “სან ფრანცისკოსთან”

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ, რომელიც ამერიკული სტუდენტური ლიგის „სან დიეგოს“ ღირსებას იცავს, „სან ფრანცისკოსთან“ 10 ქულა ჩააგდო, თუმცა მისი გუნდი წაგებას ვერ ასცდა.

სან ფრანცისკოში გამართული შეხვედრა ადგილობრივმა გუნდმა დამაჯერებლად – 68:51 მოიგო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე კი 25 წუთი გაატარა და თავისიანთაგან შედეგიანობით მხოლოდ ოლინ კარტერს ჩამორჩა.

ამ უკანასკნელმა 11 ქულა მიითვალა, სანაძემ კი, როგორც თავში ვთქვით, თავი 10 ქულას მოუყარა, რასაც თითო მოხსნა და ჩაჭრა მოაყოლა. დუდამ 6-დან 2 ორქულიანი და 8-დან 2 სამიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.

3 მოგებითა და 11 წაგებით „სან დიეგო“ "ვესტ ქოუსტის" კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 19 თებერვალს, შინ ბინგჰემის უნივერსიტეტთან გამართავს.

0.115588