უეფას ახალგაზრდულ ლიგაში, როგორც იცით, ქართულ კლუბს ჰქონდა დებიუტი. კერძოდ, “საბურთალოს”, რომელიც პირველივე ეტაპზე დანიურ “მიდტიულანდთან” დამარცხდა (1:3, 1:2). ვინც იმ მატჩს უყურა, დაგვეთანხმება, დანიელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ და აი, უკვე მერვედფინალში არიან, სადაც “ბარსელონას” შეხვდებიან.
“მიდტიულანდმა” “საბურთალოს” შემდეგ კიდევ ორი გუნდი გამოთიშა: ვარშავის “ლეგია” (2:0, 3:1) და მადრიდის “ატლეტიკო” (4:4, პენალტებში 5:4).
აქვე, რვავე წყვილს გაგაცნობთ: პსვ (ჰოლანდია) – რომა (იტალია), პრჟიბრამი (ჩეხეთი) – ბენფიკა (პორტუგალია), ანდერლეხტი (ბელგია) – დინამო ზაგრები (ხორვატია), ლიონი (საფრანგეთი) – აიაქსი (ჰოლანდია), ჩელსი (ინგლისი) – ვალენსია (ესპანეთი), რეალი (ესპანეთი) – მანჩესტერ სიტი (ინგლისი), პსჟ (საფრანგეთი) – მიდლსბრო (ინგლისი), ბარსელონა (ესპანეთი) – მიდტიულანდი (დანია).
ჯერ უცნობია, ზაფხულიდან კიდევ ჩაერთვება თუ არა ქართული კლუბი უეფას ახალგაზრდულ ლიგაში. ეს ხომ უეფას კოეფიციენტებით დგინდება და გასულ წელს ქართულმა გუნდებმა ცუდად ითამაშეს, ყველანი პირველივე ეტაპზე გავარდნენ და რეიტინგში ჩამოქვეითდნენ. ეს ზაფხულში გაირკვევა, როცა ევროპის ყველა ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდება და ასევე, როცა გაირკვევიან თავიანთ ასაკობრივ ტურნირებში ქვეყნის გამარჯვებულები.
საუკეთესო ვარიანტში, საქართველოდან ის კლუბი გავა ამ ტურნირზე, რომელიც 1998/99 წლებში დაბადებულთა შორის ჭაბუკთა ლიგას მოიგებს.