მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას თავისი რჩეული სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მოგეხსენებათ, უეფა ფეხბურთელებს 5 კაციანი “დრიმ თიმის” დასახელებას კარგა ხანია სთხოვს.
რაც შეეხება ვიდალის რჩეულებს, იგი შემდეგნაირია:
მანუელ ნოიერი, დავიდ ალაბა, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი.
აღსანიშნავია, რომ ვიდალის გუნდში ადგილი ვერ გამოინახა ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელთათვის. სამაგიეროდ, “მეფე არტურომ” (როგორც მას ტურინში ეძახდნენ), ამჟამინდელი გუნდიდან, “ბაიერნიდან” სამი მოთამაშე შეარჩია.
საერთოდაც, მას შემდგომ, რაც ვიდალმა “იუვენტუსი” დატოვა, “ბებერ ქალბატონზე” საკმაოდ ცუდად და ირონიულად არაერთხელ ისაუბრა და საინტერესო იქნება როგორ დახვდება ტურინული პუბლიკა თავის ყოფილ კუმირს 23 თებერვალს, “იუვენტუს სთედიუმზე”.