ჭიდაობა

16:33 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით მოძმანაშვილმა აკრძალული პრეპარატების მიღება აღიარა

აკრძალული პრეპარატების მიღებაში ეჭვმიტანილ ექვს მოჭიდავეს შორის ერთ-ერთი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილია.

ტელეკომპანია "იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძმანაშვილმა წერილობით აღიარა, რომ სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალური მდივნისა და ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმის – ზურაბ კახაბრიშვილის გარეშე მიიღო აკრძალულ სიაში შეტანილი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები. 20 იანვრით დათარიღებულ საბუთში სპორტსმენი წერს, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის აღნიშნული პრეპარატების საშუალებით ემზადებოდა.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიას განცხადებით, დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ მოჭიდავეებს ბრალდების ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში სანქციებს სწორედ საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია დაუწესებს.

0.11886