პოლონეთის ჩემპიონატი განახლდა, პირველ ტურში ლაშა დვალის “შლიონსკმა” შინ 1:0 მოუგო “ვისლას” და მეათე ადგილზეა. 20 წლის ქართველმა მცველმაც სრულად ითამაშა და პოლონური პრესა მის კარგ მოქმედებებსაც აღნიშნავს.
გაზეთი “სპორტოვე ფაქტი” წერს, რომ დვალი გამოირჩა დაცვაში საიმედო თამაშით, ასევე, გრძელი და ზუსტი პასებით. “პირველ ტაიმში გაცილებით კარგად ითამაშა, ვიდრე მეორეში”.
“პრჟეგლიად სპორტოვი” აღნიშნავს, რომ “შლიონსკს” პირველ წრეში დაცვაში ჰქონდა პრობლემები და ამ ერთი თამაშით თუ ავიღებთ, დვალის მოსვლით ეს ნაპრალი შედარებით ამოივსოო.