ხელბურთის განახლებულ ჩემპიონთა ლიგის გერმანულ დერბიში, ფლენზბურგმა გაანადგურა კილი, 37-27 და A ჯგუფში პარი-სენ ჟერმენთან ერთად ლიდერობს. B ჯგუფში წინაა ბარსელონა, ვინც მოუგო მონპელიეს - 31-23. ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე 3 ტური დარჩა.
ორი ჯგუფის გამარჯვებული პირდაპის მეოთხედფინალში გადის, ხოლო მე-2-6 ადგილები - მერვედფინალში. პლეიოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს 9 გუნდს (ფლენზბურგი, პსჟ, ვესპრემი, კილი, ბარსელონა, სეგედი, კელცე, რაინ-ნეკარი, ვარდარი) და თავისუფალი 3 საგზურიღა დარჩა. რაც შეეხება C და D ჯგუფებს, სადაც პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, ორი წყვილი, ლა რიოხა-მოტორი და სკიერნი-მეშკოვ ბრესტი მარტის დასაწყისში გამოავლენს კიდევ ორ მერვედფინალისტს.
ფლენზბურგში კილთან მატჩის სანახავად 6000 მაყურებელი შეიკრიბა და იხილა თავისი გუნდის ისტორიული გამარჯვება გერმანულ გრანდთან - პატარა ქალაქის გუნდს ორნიშნა სხვაობით ჯერ არ მოეგო კილისთვის, ამაში კი უდიდესი წვლილი ფლენზბურგის დანიურმა ოთხეულმა შეიტანა. რაზმუს ლაუგემ 9 გოლი გაუტანა თავის ყოფილ კლუბს, სვანმა, ეგერტმა და მოგენსენმა - ჯამში 15. კილს ლიდერობა ბუნდესლიგაშიც აქვს დაკარგული - აქ ლიდერობს რაინ-ნეკარი 36 ქულით, მეორეა კილი (34), მესამე - ფლენზბურგი (31 და თამაში მარაგში).
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია პოლონური კელცეს ფრე სტუმრად, კრისტიანსტადთან, 35-35. დრო გასული იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატის გმირი, ტობიას რაიხმანი 9 გატანილი გოლის შემდეგ შვიდმეტრიანს ურტყამდა, მაგრამ შვედური კლუბის მონტენეგროელმა მეკარემ ნებოისა შიმიჩმა დარტყმა მოიგერია, თავის კლუბს ფრე მოუტანა და მერვედფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა.
კაცები. 11 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-11
ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის 11 ტური. 10-14 თებერვალი
გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში
A ჯგუფი: ფლენზბურგი 18 ქ - პსჟ 18, ვესპრემი 17, კილი 11, ზაგრები 9, პლოცკი 8 - ცელიე 5, ბეშიქთაში 2
ზაგრები (ხორ) - პსჟ (საფ) 23-25
მანდალინიჩი 5 - ჰანსენი 7
ვისლა პლოცკი (პოლ) - ცელიე (სლნ) 26-31
როშა 7 - იანცი 8, მლაკარი, ზარაბეცი 7
ბეშიქთაში (თურ) - ვესპრემი (უნგ) 34-38
ჯუკიჩი 8, დიონე 7 - ა. ნილსონი, სლიშკოვიჩი 6
ფლენზბურგი (გერ) - კილი (გერ) 37-27
ლაუგე 9, სვანი 6, ეგერტი 5 - დუვნიაკი 8, კანელასი 4, იანიმაა 3
B ჯგუფი: ბარსელონა 17 - სეგედი 15, კელცე 15, რაინ ნეკარი 15, ვარდარი 12, მონპელიე 7 - კრისტიანსტადი 5, კოლდინგი 2
კრისტიანსტადი (შვდ) - კელცე (პოლ) 35-35
ჯამალი 8, გუდმუნდსონი 8 - რაიხმანი 9 , ბუნტიჩი 8
რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) - ვარდარ სკოპიე (მკდ) 28-27
შმიდი 10, ეკდალი 5 - გორბოკი 7, დიბიროვი, დუიშებაევი 5
პიკ სეგედი (უნგ) - კოლდინგი (დან) 34-23
გარსია 6, ანჩინი 5 - ლ. ანდერსონი 5, სპელერბერგი 4
მონპელიე (საფ) - ბარსელონა (ესპ) 23-31
გაიჩი 8 - ლაზაროვი 9, ტომასი 5
12 ტური: 17-21 თებერვალი
C, D ჯგუფები. მერვედფინალში გასასვლელი რაუნდი
27.02, 05.03 ლა რიოხა (ესპ)- მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)
28.02. 05.03 სკიერნი (დან) - მეშკოვ ბრესტი (ბლრ)