კალათბურთი

12:42 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ სტარზე” რეკორდი დაფიქსირდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში დასავლეთის გუნდმა აღმოსავლეთი 196:173 დაამარცხა, ჯამში კი გუნდებმა 369 ქულა ჩააგდეს, რაც ESPN-ის ცნობით, რეკორდული მაჩვენებელია.

წყაროს ცნობით, აქამდე რეკორდად 321 ქულა ითვლებოდა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი “ოლ სტარი” პირველად ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ, კანადაში, კერძოდ ტორონტოში ჩატარდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორე წელია რასელ უესტბრუკი ხდება.

თეგები“ოლ სტარი”
0.11833