კალათბურთი

11:30 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ სტარი” დასავლეთმა მოიგო, უესტბრუკი – MVP (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის მატჩში, რომელიც ტორონტოში გაიმართა, დასავლეთ კონფერენციის გუნდმა აღმოსავლეთი 196:173 დაამარცხა. დასავლეთი მეორე პერიოდის ბოლოს დაწინაურდა და მას შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორე წელია რასელ უესტბრუკი ხდება, “ოკლაჰომას” გამთამაშებელმა გუნდს 31 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი შესძინა. მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა პოლ ჯორჯის ანგარიშზეა. შეხვედრაში მხოლოდ ორმა კალათბურთელმა შეძლო ორმაგი დუბლი შესრულება: ანდრე დრამონდი - 16 ქულა, 13 მოხსნა, კაილ ლოური - 14 ქულა, 10 პასი.

დასავლეთი – აღმოსავლეთი 196:173 (40:43, 52:47, 53:46, 51:37) VIDEO

დასავლეთი: უესტბრუკი (31 ქ. 8 მ. 5 პ.), კარი (26 ქ. 6 პ.), დევისი (24 ქ.), დურანტი (23 ქ.), ჰარდენი (23 ქ.), ლეონარდი (17 ქ.), პოლი (14 ქ.), კაზინსი (11 ქ.), ბრაიანტი (10 ქ. 7 პ. 5 მ.), ტომპსონი (9 ქ.), გრინი (4 ქ.), ოლდრიჯი (4 ქ.)

აღმოსავლეთი: ჯორჯი (41 ქ. 5 მ.), უოლი (22 ქ.), დეროზანი (18 ქ.), დრამონდი (16 ქ. 13 მ.), ლოური (14 ქ. 10 პ.), ენტონი (13 ქ.), ჯეიმსი (13 ქ.), ტომასი (9 ქ.), გასოლი (9 ქ.), უეიდი (8 ქ.), ჰორფორდი (7 ქ.), მილსაპი (3 ქ.)

0.224402