ფეხბურთი

11:17 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს მანჩესტერში თებერვალშივე ელიან

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელის თანამდებობაზე ლუის ვან გაალის ჟოზე მოურინიოთი შეცვლას ბრიტანელი ჟურნალისტები გადაწყვეტილ საკითხად მიიჩნევენ და ამ ცვლილებას უკვე მიმდინარე თვეში ელიან.

როგორც გამოცემა The Sun-ი ირწმუნება, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ჰოლანდიელ სპეციალისტს აღარ ენდობა და მისთვის სეზონის ბოლომდე შანსის მიცემას არ აპირებს.

გასულ უქმეებზე ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში “იუნაიტედი” “სანდერლენდთან” დამარცხდა (1:2) და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ამოცანა მნიშვნელოვნად გაირთულა.

0.113959