ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროს ესტუმრა და 250-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
“რიო ოუფენის” კვალიფიკაციის პირველ შეხვედრაში შაფათავა მე-8 ნომრად განთესილ ესპანელ სარა სორიბეს ტორმოს გაეჯიბრა და 3:6, 3:6 წააგო.