ფეხბურთი

23:40 | 14.02.2016 | ნანახია 977 - ჯერ

“სიონმა” შეკრება “აკტობესთან” მარცხით დაასრულა

ბოლნისის “სიონმა” ანტალიაში ბოლო ამხანაგური მატჩი ყაზახურ “აკტობესთან” გამართა და 0:4 დამარცხდა. ბოლნისელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დანიურ “ოლბორგთან” მძიმე მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ ძირითადი ბირთვი დაასვენა და თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მისცა.

შეხვედრის საწყისი წუთები ბოლნისელთა უპირატესობით წარიმართა და ვილი ისიანს, უკვე მეორე წუთზე გატანაც შეეძლო, შემდეგ კი ყაზახთა უპრატესობა აშკარა გახდა. საბოლოოდ, მათ “სიონის” კარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს.

ამგვარად, ბოლნისელებმა თურქული შეკრება მოგების გარეშე დაასრულეს. “სიონმა” ხუთი თამაშში მხოლოდ 1 ფრე დააფიქსირა, 4 მატჩი კი დათმო. ჯამში, ბოლნისელებმა 11 ბურთი გაუშვეს და მხოლოდ სამი გაიტანეს.

“სიონი” საქართველოში დღეს დაბრუნდა, 15 თებერვალს კი ვარჯიშსაც განაახლებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:11 | 15.02.2016
BEERTRANCE (97819)

რაია აქტობესთან მარცხი რატო შეიცხადეთ, პირველად ხდება?

23:57 | 14.02.2016
berodaviti (4285)

დაასვენა, დაიღალნენ, სირცხვილია...

23:55 | 14.02.2016
beka7772 (626)

არ გაიშვებიან ესენი გადაღმა
ხთფუი

23:50 | 14.02.2016
drogba-11 (13246)

საღოლ თქვენ როგორ მოახერხეთ?

0.123938