ფეხბურთი

16:16 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დარმიანმა მხარი იღრძო

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა მატეო დარმიანმა “სანდერლენდთან” შეხვედრის დროს ვაჰბი ხაზრის შეეჯახა და მხარი იღრძო.

აღნიშნული ინფორმაცია “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მატჩის შემდეგ დაადასტურა: “დარმიანმა მხარი იღრძო და რამდენიმე კვირას გამოტოვებს.”

ლუკ შოუ, მარკოს როხო, ეშლი იანგი, ანტონიო ვალენსია, ფილ ჯონსი და გილერმო ვარელა – ეს ტრავმირებული ფეხბურთელბის ჩამონათვალია. ვან გაალს უკანა ხაზის მცველებად კემერონ ბორთუიკ-ჯეკსონი და დონალდ ლავი ჰყავს.

19 წლის კემერონის დებიუტი “მანჩესტერში” გასული წლის ნოემბერში შედგა. შოტლანდიელი კი “მანჩესტერში” სადებიუტი მატჩის გამართვას ელოდება. ლავმა მიმდინარე სეზონის ნახევარი “უიგანში” გაატარა.

“ჩვენ არ გვყავს მეტი უკანა ხაზის მცველი კლუბში, შემიძლია 13 წლის მცველი დავამატო შემადგენლობას.” – განაცხადა ირონიულად ვან გაალმა მატჩის შემდეგ.

დარმიანი ინგლისელებმა “ტორინოდან” გასული წლის ზაფხულში იყიდეს. მიმდინარე სეზონში ტალიელმა 29 მატჩი ჩაატარა.

0.117729