ფეხბურთი

18:48 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატას სამი ჩინური კლუბი ეპატიჟება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ხუან მატამ შესაძლოა კარიერა ჩინეთში გააგრძელოს. როგორც The People-ი იუწყება, ფეხბურთელის სამი ჩინური კლუბია დაინტერესებული, ოღონდ გუნდების ვინაობა გამოცემა არ დაუსახელებია.

მატას გამოსასყიდი თანხა 37 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო ესპანელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე წელს ჩინელებმა ევროპაში მობურთალი ფეხბურთელების სანაცვლოდ 100-ზე მეტი მილიონი ევრო დახარჯეს.

მიმდინარე სეზონში მატამ საკლუბო დონეზე 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113447